კალათბურთი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა #1TVSPORT

17:51, 17.07.2026

საქართველოს კალათბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები B დივიზიონში მე-13 ადგილისთვის იბრძოლებს. შეგახსენებთ, რომ კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფური ეტაპი მეოთხე ადგილზე დაასრულა და კლასიფიკაციაში მეცხრე ადგილისთვის ჩრდილოეთ მაკედონიასთან ითამაშა. შეხვედრა ბალკანელების გამარჯვებით დასრულდა – 97:62.

ამ შედეგის გათვალისწინებით, მაკედონიელები ბრძოლას კვლავ მეცხრე ადგილისთვის განაგრძობენ, ხოლო ქართველები მეცამეტესთვის ითამაშებენ. მათი მეტოქე ჯერ არ გარკვეულა.

რაც შეეხება ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩს, ყველაზე მეტი, 12 ქულა აბულაძემ ჩააგდო, ხოლო 10-10 ქულა ჰქონდათ აროშიძესა და ბუკიას.

მსგავსი