კალათბურთი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ბრატისლავაში გაემგზავრა #1TVSPORT

17:23, 08.07.2026

საქართველოს 20-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში სათამაშოდ ემზადება. ტურნირი 2026 წლის 10-დან 19 ივლისის ჩათვლით სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გაიმართება.

ჩემპიონატში მონაწილეობას 21 ევროპული ნაკრები იღებს, რომლებიც 4 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. B ჯგუფში მოხვედრილი საქართველოს ნაკრების მეტოქეები უკრაინა, შვეიცარია, ლუქსემბურგი და ესტონეთი იქნებიან.

გათამაშების ფორმატის თანახმად, ჯგუფური ეტაპის 5-გუნდიან ჯგუფებში თითოეული ნაკრები 4 მატჩს ჩაატარებს. ჯგუფიდან 2 საუკეთესო მეოთხედფინალში გავა და B დივიზიონის საპრიზო ადგილებისა და A დივიზიონის საგზურებისთვის ბრძოლას განაგრძობს, ხოლო III-IV ადგილზე გასული გუნდები მე-9-მე-16 ადგილებს გაინაწილებენ. მეხუთეადგილოსნები საკლასიფიკაციო ეტაპზე მე-17-21-ე ადგილების გადასანაწილებლად ითამაშებენ.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია კოტე ტუღუში, რომელსაც სამწვრთნელო შტაბში ასისტენტობას დავით და ალექსანდრე ნოზაძეები უწევენ. გუნდის ფიზიკური მომზადების მწვრთნელია მალხაზ ლობჟანიძე, ექიმები – ვაჟა კოტორაშვილი და დავით კოხტაშვილი, ხოლო ნაკრების მენეჯერი – გივი სანაძე.

საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი B ჯგუფში (ბრატისლავა):

10 ივლისი (პარასკევი): უკრაინა VS საქართველო 22:30

11 ივლისი (შაბათი): საქართველო VS შვეიცარია 20:30

12 ივლისი (კვირა): ლუქსემბურგი VS საქართველო 15:00

15 ივლისი (ოთხშაბათი): საქართველო VS ესტონეთი 15:30

მსგავსი