კალათბურთი | საქართველოს 18-წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი 96 ქულის სხვაობით დაამარცხა #1TVSPORT
კალათბურთი | საქართველოს 18-წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი 96 ქულის სხვაობით დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრები C ლიგაში ასპარეზობს. ჯგუფურ ეტაპზე ქართველებმა სამივე მატჩი მოიგეს და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. მათ ჯერ მალტა დაამარცხეს, შემდეგ – კვიპროსი, ახლა კი გიბრალტარს დიდი სხვაობით აჯობეს – 131:35.

გიბრალტარელებმა ვერაფერი დაუპირისპირეს ნიცა საბადაშვილს, რომელმაც 56 ქულა ჩააგდო. 24 ქულა ჰქონდა სალომე სვანს, ხოლო ანა გელაშვილი სამმაგ დუბლს მიუახლოვდა – 8 ქულა, 12 მოხსნა, 8 პასი.

ნახევარფინალში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდება.