კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშა #1TVSPORT
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) მეოთხე მატჩი გამართეს როგორც „ორლანდო მეჯიქმა“, ასევე „ტორონტო რეპტორსმა“. ორივემ სეზონის მესამე მარცხი განიცადა. სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო“ სტუმრად „სან ანტონიოსთან“ 103:121 დამარცხდა, ხოლო გოგა ბითაძის „ორლანდო“, ასევე სტუმრად, „ფილადელფიასთან“ – 124:136.
ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მამუკელაშვილმა 17 წუთი ითამაშა – მან 5 ქულა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა კალათბურთელმა თითო ორქულიანი და სამიანი სტყორცნა.

გოგა ბითაძემ 14 წუთი ითამაშა, ასევე 5 ქულა მოაგროვა, რასაც 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიამატა.
„ტორონტო“ მომდევნო მატჩს „ჰიუსტონთან“ შინ, 30 ოქტომბერს გამართავს. „ორლანდო“ ასევე 30 ოქტომბერს „დეტროიტს“ ესტუმრება.