კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილმა ლოს ანჯელესში „ლეიკერსს“ 20 ქულა ჩაუგდო #1TVSPORT

09:07, 19.01.2026

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ დასავლური ვოიაჟი „ლოს ანჯელეს ლეიკერსთან“ მატჩით გახსნა. შეხვედრა კანადელებმა კარგად დაიწყეს, პირველი მეოთხედი 30:24 მოიგეს, თუმცა დასკვნითი მონაკვეთი მასპინძლებმა უკეთ ჩაატარეს და 110:93 გაიმარჯვეს.

მამუკელაშვილი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, 24 წუთი ითამაშა და მეტად ეფექტური სტატისტიკა ჰქონდა – 20 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება.

კანადური გუნდის რიგებში ყველაზე მეტი სკოტი ბარნსმა ჩააგდო – 24 ქულა. „ლეიკერსიდან“ კი 25-25 ქულა დეანდრე ეიტონმა და ლუკა დონჩიჩმა მოაგროვეს. ლებრონ ჯეიმსმა 24 ქულა ჩაიწერა.

„ტორონტო“ მომდევნო შეხვედრას სტუმრად „გოლდენ სტეიტთან“ 21 იანვარს გამართავს.

მსგავსი