კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილმა „ფილადელფიასთან“ რვა ქულა ჩააგდო #1TVSPORT
კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილმა „ფილადელფიასთან“ რვა ქულა ჩააგდო #1TVSPORT

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ „ფილადელფიის“ წინააღმდეგ NBA-ს მიმდინარე სეზონში მეოთხე მატჩი გამართა. საერთო ანგარიში იყო 2:1, ტორონტოელთა სასარგებლოდ. ამჯერად „ფილადელფიამ“ იმარჯვა (102:115) და ურთიერთშეხვედრებში ანგარიში გაათანაბრა.

სტუმართა წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანეს ტაირის მაქსიმ (33 ქულა) და ჯოელ ემბიიდმა – 27.

სანდრო მამუკელაშვილმა „ტორონტოს“ სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და 21 წუთში 8 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. კანადელთაგან ყველაზე მეტი, 18 ქულა იმანუელ ქუიქლიმ ჩააგდო.

„რეპტორსს“ 24 მოგება, 17 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა. მომდევნო მატჩს 15 იანვარს სტუმრად „ინდიანასთან“ გამართავს.