კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ მიმდინარე სეზონში მესამე მატჩი მოიგო #1TVSPORT
კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ მიმდინარე სეზონში მესამე მატჩი მოიგო #1TVSPORT

„ტორონტო რეპტორსმა“ NBA-ში მეშვიდე მატჩი გამართა და მესამე მოიგო. ამჯერად მისი მოწინააღმდეგე „მემფის გრიზლისი“ იყო, რომელთანაც კანადელებმა 117:104 გაიმარჯვეს.

სანდრო მამუკელაშვილმა მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, 11 წუთი ითამაშა და ბევრი არ შეუტევია: შეხვედრა 3 მოხსნითა და თითო პასი-დაფარებით დაასრულა.

„ტორონტოს“ გამარჯვება ბრენდონ ინგრემისა და არ ჯეი ბარეტის დამსახურებაა. პირველმა 26 ქულა ჩააგდო, მეორემ – 27.

მამუს გუნდი მომდევნო მატჩს 5 ნოემბერს ტორონტოში „მილუოკი ბაქსის“ წინააღმდეგ გამართავს.