კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილი „ტორონტოს“ 13 ქულით დაუბრუნდა #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ „კლივლენდ კავალიერსს“ ესტუმრა და მეტოქე 13 ქულით დაამარცხა – 126:113.
სანდრო მამუკელაშვილი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა, პარკეტზე 17 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. სანდრომ 2-დან 2 ორქულიანი, 3-დან სამი სამქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. სკოტი ბარნსს სამმაგ დუბლამდე მხოლოდ ორი პასი დააკლდა, მან ტორონტოს 28 ქულით, 10 მოხსნითა და 8 პასით ულიდერა.
„ტორონტო“ 7 მოგებითა და 5 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე გადავიდა. სანდრო მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო მატჩს „ინდიანა პეისერსთან“ გამართავს.