კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილი – მოუთმენლად ველი დონჩიჩის გვერდით მოედანზე გასვლას #1TVSPORT
ESPN-ის ჟურნალისტმა, დეონდრე ჰოკინსმა ჩაწერა ინტერვიუ სანდრო მამუკელაშვილთან, რომელიც სანაკრებო მატჩების შემდეგ ლოს ანჯელესში ჩავიდა.
ამ ზაფხულს ის და დანარჩენი ლეიკერსელები ლუკა დონჩიჩთან სლოვენიაში სტუმრად იყვნენ, დაათვალიერეს ევროპის პატარა და მეტად ლამაზი ქვეყანა სლოვენია.
„დიდი მადლობა ლუკას. ორგანიზაციამ ყველაფერი ფანტასტიკურად დაგეგმა, – თქვა მამუკელაშვილმა, – „ბევრი მშვენიერი ადგილი გვიჩვენეს, ლისაბონის მსგავსად, ლიუბლიანაც ძალიან, ძალიან ლამაზი ქალაქია.
შემადგენლობაში ბევრი ახალწვეული გვყავს და ერთმანეთის გასაცნობად ეს აუცილებელი იყო“.
27 წლის ქართველი ფორვარდი „ლეიკერსამდე“ თამაშობდა „ბაქსში“, „სპურსსა“ და „რეპტორსში“. გასულ წელს NBA-ში კარიერის საუკეთესო მაჩვენებლები ჰქონდა — საშუალოდ 11.2 ქულა, 4.9 მოხსნა და 1.9 შედეგიანი გადაცემა.
მან ლებრონის ვაჟზე, ბრონი ჯეიმსზე ილაპარაკა:
„ბრონიზე ბევრი რამ მსმენია. ის კარგი კალათბურთელია. მოუთმენლად ველოდები ლუკას, ოსტინისა და ბრონის გვერდით მოედანზე გამოსვლას“.
შეგახსენებთ, რომ „ლეიკერსი“ საწვრთნელ შეკრებაზე 29 სექტემბერს გამოცხადდება.