კალათბურთი | როგორ მოვხვდეთ მსოფლიო ჩემპიონატზე #1TVSPORT

10:11, 09.08.2026

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის: 28 აგვისტოს თბილისში მონტენეგროსთან, ხოლო 31 აგვისტოს პორტუში პორტუგალიასთან. ორივე თამაშის პირდაპირ ტეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

ამ მატჩების შედეგებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, ითამაშებს თუ არა ჩვენი ნაკრები მსოფლიოზე მეორედ. პირველად 2023 წელს იასპარეზა – იაპონიის კუნძულ ოკინავაზე კაბო ვერდე და ვენესუელა დაამარცხა, მეორე ეტაპზე გავიდა და მსოფლიოს 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდა.

2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ევროპის კონტინენტიდან სულ 32 ეროვნული გუნდი იბრძვის. ისინი ფინალური ეტაპის 12 საგზურს ორეტაპიანი სისტემით, 6 სათამაშო ფანჯრის განმავლობაში გაინაწილებენ. საწყისი რაუნდის დასრულების შემდეგ თითოეული ჯგუფის სამი საუკეთესო მომდევნო ეტაპზე გადავიდა, სადაც ოთხი ახალი ექვსგუნდიანი ჯგუფი დაკომპლექტდა.

მეორე ჯგუფურ ეტაპზე, რომელიც 2026 წლის აგვისტოსა და ნოემბერში, ასევე 2027 წლის თებერვალში გაიმართება, ნაკრებები მხოლოდ იმ ახალ მეტოქეებს დაუპირისპირდებიან, რომლებსაც მანამდე არ შეხვედრიან. საბოლოო ჯამში, ამ ახალი ჯგუფების სამ-სამი საუკეთესო გუნდი მსოფლიო პირველობის საგზურს მოიპოვებს.

ჩვენი ჯგუფის გუნდები (საქართველო, ესპანეთი, უკრაინა) B ჯგუფის (საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია) საუკეთესო ტრიოს შეხვდებიან.

სატურნირო მდგომარეობა მეორე ეტაპის წინ:

გუნდი
1. ესპანეთი 5 1 11
2. უკრაინა 4 2 10
3. მონტენეგრო 4 2 10
4. საქართველო 3 3 9
5. პორტუგალია 3 3 9
6. საბერძნეთი 3 3 9

28 აგვისტო

საქართველო-მონტენეგრო

უკრაინა-საბერძნეთი

ესპანეთი-პორტუგალია

31 აგვისტო

საბერძნეთი-ესპანეთი

პორტუგალია-საქართველო

მონტენეგრო-უკრაინა

26 ნოემბერი

საბერძნეთი-საქართველო

პორტუგალია-უკრაინა

მონტენეგრო-ესპანეთი

29 ნოემბერი

ესპანეთი-საბერძნეთი

უკრაინა-მონტენეგრო

საქართველო-პორტუგალია

26 თებერვალი

პორტუგალია-ესპანეთი

საბერძნეთი-უკრაინა

მონტენეგრო-საქართველო

1 მარტი

ესპანეთი-მონტენეგრო

უკრაინა-პორტუგალია

საქართველო-საბერძნეთი

მსგავსი