კალათბურთი | „ქუთაისმა“ ფიბა-ევროპის თასზე პირველი მატჩი გამართა #1TVSPORT
საქართველოს ჩემპიონმა „ქუთაისმა“ ფიბა-ევროპის თასის ახალი სეზონი ჩეხურ „ბრნოსთან“ საშინაო მატჩით გახსნა. მეტოქე თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და საბოლოოდ 84:66 გაიმარჯვა.
მასპინძლებს ძალიან გაუჭირდათ ჯეიკობ გროვსის შეჩერება, რომელმაც 33 ქულა ჩააგდო. „ქუთაისში“ 18 ქულა ჰქონდა ნიკა დარბაიძეს, 16 – დერეკ ბრაუნინგს.
კოტე ტუღუშის გაწვრთნილი ქუთაისური გუნდი ფიბა-ევროპის თასზე მომდევნო მატჩს საბერძნეთში „პერისტერისთან“ გამართავს.