კალათბურთი | „ქუთაისმა“ ფიბა-ევროპის თასზე გამოსვლა ბილბაოში დაასრულა #1TVSPORT
საქართველოს ჩემპიონმა კალათბურთში, „ქუთაისმა“ ფიბა-ევროპის თასზე ბოლო მატჩი გამართა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი ბილბაოს ესტუმრა და ამავე სახელწოდების გუნდთან 54:117 დამარცხდა.
ბილბაოელებს იაროვსკი (21 ქულა) და ბაკაიოგო (20) გაუძღვნენ, „ქუთაისში“ კი ყველაზე მეტი, 14 ქულა ბრაუნინგს ჰქონდა.
ასე და ამგვარად, ქუთაისურმა გუნდმა ფიბა-ევროპის თასზე წლევანდელი გამოსვლა ერთი მოგებითა და 5 წაგებით მეოთხე ადგილზე დაასრულა.