კალათბურთი | „ქუთაისისა“ და „ორბის“ გამარჯვებები სუპერლიგაში #1TVSPORT
კალათბურთი | „ქუთაისისა“ და „ორბის“ გამარჯვებები სუპერლიგაში #1TVSPORT

საკალათბურთო სუპერლიგაში მეორე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. რუსთავში „ქუთაისმა“ ადგილობრივი გუნდი დაამარცხა, ხოლო ტყიბულში „ორბმა“ თსუ-ს სძლია.

***

რუსთავური შეხვედრა თავიდან ბოლომდე დაძაბული გამოდგა, ერთ ეპიზოდში მოთამაშეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა, რასაც ხუთი გაძევება მოჰყვა. მატჩის გადამწყვეტი მონაკვეთი უკეთესად ჩაატარა „ქუთაისმა“ და 81:67 გაიმარჯვა.

სტუმართაგან 21 ქულით დერეკ ბრაუნინგი გამოირჩა, ხოლო 19 ქულით – ნიკა დარბაიძე. „რუსთავში“ ყველაზე მეტი, 12 ქულა ილაია ბიუქენენს ჰქონდა.

ტყიბულში „ორბი“ თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და საბოლოოდ თსუ 85:80 დაამარცხა.

მასპინძელთაგან 18-18 ქულა ჩააგდეს თომას მურმა და ნიკოლოზ თოთლაძემ, თსუ-ში კი 21 ქულით კუსვუისერ მაკკოული გამოირჩა. გიორგი ცინცაძემ ორმაგი დუბლი შეასრულა – 10 ქულა, 11 პასი.