კალათბურთი | „ქუთაისი“ ფიბა-ევროპის თასზე „პერისტერისთან“ დამარცხდა #1TVSPORT
კალათბურთი | „ქუთაისი“ ფიბა-ევროპის თასზე „პერისტერისთან“ დამარცხდა #1TVSPORT

საკალათბურთო კლუბი „ქუთაისი“ ფიბა-ევროპის თასზე „პერისტერის“ დაუპირისპირდა და 53:101 დამარცხდა.

ქართული გუნდიდან ათქულიან ზღვარს სამი კალათბურთელი ასცდა: სოსელიამ 11 ქულა ჩააგდო, ალავიძემ – 12, ბოიკინმა – 13.

მატჩის ბომბარდირი კი პერისტერელი ტუბერგენი გახდა – 18 ქულა.

„ქუთაისი“ ოთხგუნდიან ჯგუფში ბოლო ადგილზეა და მომდევნო ეტაპზე ვეღარ გადის. ჯგუფის დასკვნით მატჩს კი 19 ნოემბერს ბილბაოში გამართავს.