კალათბურთი | ნოდარ ჯავახიშვილი კარიერას ესპანეთის „ვერაბასკეტში“ განაგრძობს #1TVSPORT
17 წლის ქართველი კალათბურთელი ნოდარ ჯავახიშვილი ახალ სეზონში „ვერაბასკეტში“ ითამაშებს. იგი გასულ სეზონშიც ესპანეთში გამოდიოდა, „ალგინეტის“ ღირსებას იცავდა, სადაც გუნდთან ერთად ინდივიდუალურადაც ვარჯიშობდა.
რაც შეეხება „ვერას“, ალმერიის საუკეთესო გუნდია, რომელიც ჯერ ალმერიის ჩემპიონატს თამაშობს, მარტიდან ანდალუსიის პირველობაში ჩაერთვება. იქ სამ საუკეთესო გუნდში მოხვედრის შემთხვევაში კი ესპანეთის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს.
ნოდარ ჯავახიშვილმა კალათბურთის თამაში კასპში დაიწყო, საიდანაც ესპანეთში გადავიდა. თუმცა ერთი სეზონით კვლავ საქართველოში დაბრუნდა და „აკადემიას“ ღირსებას იცავდა.