კალათბურთი | NBA-ის თასის ფინალში „ნიუ იორკი“ და „სან ანტონიო“ ითამაშებენ #1TVSPORT
კალათბურთი | NBA-ის თასის ფინალში „ნიუ იორკი“ და „სან ანტონიო“ ითამაშებენ #1TVSPORT

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) შუასასეზონო ტურნირის ფინალში ერთმანეთს „ნიუ იორკ ნიქსი“ და „სან ანტონიო სპურსი“ შეხვდებიან.

„ნიუ იორკმა“ ნახევარფინალში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ 132:120 დაამარცხა. ქართველმა მოთამაშემ მატჩი 3 მოხსნითა და ერთი შედეგიანი გადაცემით დაასრულა, ხოლო „ნიუ იორკის“ რიგებში საუკეთესო 40 ქულით ჯეილენ ბრანსონი გახლდათ.

ნახერფინალში „სან ანტონიომ“ NBA-ს მოქმედ ჩემპიონს და მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ ფავორიტს, „ოკლაჰომა სიტის“ 111:109 სძლია. აღნიშნული მატჩისთვის ტეხასურ გუნდს ლიდერი ვიქტორ ვემბანიამა დაუბრუნდა, რომელმაც შეხვედრა 22 ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა. 23 ქულა ჰქონდა დევინ ვასელს.

NBA-ს თასის ფინალი 17 დეკემბერს გაიმართება.