კალათბურთი | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT

01:31, 06.07.2026

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები იქნებიან საბერძნეთი, პორტუგალია და მონტენეგრო.

ჩვენი გუნდი A ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა: 5 მოგებით ცხრილის სათავეში ესპანეთია. მათ 4 გამარჯვებით – უკრაინა, ხოლო 3-ით საქართველო მიჰყვნენ, დანია კი მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდა.

B ჯგუფში ბოლო ტურში პორტუგალიამ საბერძნეთი დაამარცხა, ხოლო მონტენეგრომ – რუმინეთი. შედეგად, პირველ ადგილზე ოთხი მოგებით მონტენეგრო გავიდა, მეორე იყო პორტუგალია – 3 მოგება, საბერძნეთი – 3 მოგება, ხოლო რუმინეთი მეოთხეზე გავიდა.

მეორე ჯგუფურ ეტაპზე, რომელიც 2026 წლის აგვისტოსა და ნოემბერში, ასევე 2027 წლის თებერვალში გაიმართება, ნაკრებები მხოლოდ იმ ახალ მეტოქეებს დაუპირისპირდებიან, რომლებსაც მანამდე არ შეხვედრიან. საბოლოო ჯამში, ამ ახალი ჯგუფების სამ-სამი საუკეთესო გუნდი მსოფლიო პირველობის საგზურს მოიპოვებს.

მსოფლიო ფორუმზე მოსახვედრად ევროპის კონტინენტიდან სულ 32 ეროვნული გუნდი იბრძვის. ისინი ფინალური ეტაპის 12 საგზურს ორეტაპიანი სისტემით, 6 სათამაშო ფანჯრის განმავლობაში გაინაწილებენ. საწყისი რაუნდის დასრულების შემდეგ თითოეული ჯგუფის სამი საუკეთესო მომდევნო ეტაპზე გადავიდა, სადაც ოთხი ახალი ექვსგუნდიანი ჯგუფი დაკომპლექტდა.

საქართველოს ნაკრების კალენდარი:

28 აგვისტო

საქართველო-მონტენეგრო

31 აგვისტო

პორტუგალია-საქართველო

26 ნოემბერი

საბერძნეთი-საქართველო

29 ნოემბერი

საქართველო-პორტუგალია

26 თებერვალი

მონტენეგრო-საქართველო

1 მარტი

საქართველო-საბერძნეთი

მსგავსი