კალათბურთი | „კავკასიამ“ ჩრდილოეთის ლიგაზე პირველი მატჩი ხორვატიაში გამართა #1TVSPORT
საკალათბურთო კლუბი „კავკასია“ ჩრდილოეთის ლიგის გათამაშებაში ჩაერთო. ბექა წივწივაძის გაწვრთნილი გუნდი პირველ მატჩში ხორვატიის „დუბრავას“ ესტუმრა და თანაბარ ბრძოლაში 82:87 დამარცხდა.
„კავკასიის“ ბომბარდრი, 24 ქულით, ტომი ლუისი გახდა. აკაკი დვალიშვილს 14 ქულა ჰქონდა, ხოლო გიორგი ტურძილაძემ მატჩი 13 ქულით დაასრულა.
დუბრავას რიგებში საუკეთესო პაიც პავაო იყო – 19 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება.
„კავკასია“ უახლოეს მატჩს, 4 ოქტომბერს, სუპერლიგაში „ბლექ ფორტრესის“ წინააღმდეგ გამართავს.