კალათბურთი | გოგა ბითაძის „ორლანდომ“ ოთხმატჩიანი წაგებათა სერია ნიუ ორლეანში შეწყვიტა #1TVSPORT
კალათბურთი | გოგა ბითაძის „ორლანდომ“ ოთხმატჩიანი წაგებათა სერია ნიუ ორლეანში შეწყვიტა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ცენტრის, გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ ნიუ ორლეანს ესტუმრა და „ჰორნეთსი“ დაძაბულ ბრძოლაში 123:107 დაამარცხა. მატჩის ბედი ბოლო პერიოდში გადაწყდა, რომელიც ფლორიდელებმა 31:22 მოიგეს.

გამარჯვებულთაგან 20-20 ქულით გამოირჩნენ ბანკერო და ბლექი, ხოლო გერმანელმა ფრანც ვაგნერმა 21 ქულა ჩააგდო. გოგა ბითაძის სტატისტიკა ასეთი იყო: 13 წუთი, 6 ქულა, 3 მოხსნა, 1 დაფარება. მან თითო სამქულიანი და საჯარიმო სტყორცნა და ორივე მიზანში მოარტყა. 3 ორქულიანიდან კი 1 ჩააგდო.

„ორლანდოს“ 2 მოგება და 4 წაგება აქვს. მომდევნო მატჩს 2 ნოემბერს ვაშინგტონში გამართავს.