კალათბურთი | გოგა ბითაძის 9 ქულა „დეტროიტთან“ შეხვედრაში“ #1TVSPORT
კალათბურთი | გოგა ბითაძის 9 ქულა „დეტროიტთან“ შეხვედრაში“ #1TVSPORT

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერთან, „დეტროიტ პისტონსთან“ გამართა და 123:107 გაიმარჯვა.

„ორლანდოს“ მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების ცენტრალურ თავდამსხმელს 24 წუთი დაუთმო, ხოლო ამ დროში ბითაძემ 9 ქულას, 4 მოხსნას, 3 დაფარებას, ერთ ჩაჭრასა და ერთ შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო აშშ-ის ნაკრების უკანახაზელი პაოლო ბანკერო – 31 ქულა.

ბითაძის „ორლანდო“ 43 მოგებითა და 36 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზეა. რეგულარული სეზონის დასრულებამდე 3 მატჩი დარჩა.