კალათბურთი | გოგა ბითაძემ „ორლანდოს“ მატჩი მუხლის ტრავის გამო გამოტოვა  #1TVSPORT
კალათბურთი | გოგა ბითაძემ „ორლანდოს“ მატჩი მუხლის ტრავის გამო გამოტოვა  #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ცენტრი, გოგა ბითაძე მუხლს მკურნალობს. მან ტრავმა 23 დეკემბერს „გოლდენ სტეიტთან“ სტუმრად გამართულ მატჩში მიიღო. იმ შეხვედრაში 14 წუთი ითამაშა.

მეორე დღეს „ორლანდო მეჯიქი“ პორტლენდში ჩავიდა და „ტრეილ ბლეიზერსთან“ 110:106 მოიგო. ამ შეხვედრაში გოგას მონაწილეობა აღარ მიუღია. როგორც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჯამალ მოსლიმ განაცხადა, ბითაძეს მუხლი აწუხებს და ამიტომ არ შეიყვანა განაცხადში, თუმცა ტრავმა სერიოზული არ არის და შესალოა, მან „მეჯიქის“ მომდევნო მატჩში ითამაშოს. უახლოეს შეხვედრას ბითაძის გუნდი 27 დეკემბერს შინ, „ნიუ ორლეანთან“ გამართავს.