კალათბურთი | გოგა ბითაძემ 10 ქულა ჩააგდო, „ორლანდომ“ „ნიუ იორკს“ სძლია #1TVSPORT
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) მეექვსე მატჩი მოიგო გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“. მან „ნიუ იორკ ნიქსს“ სტუმრად 124:107 სძლია.
ორლანდოელების ბომბარდირი გერმანელი ფრანც ვაგნერი გახდა – 28 ქულა. როდესაც ის მოედანზე იყო „მეჯიქი“ 21 ქულით დაწინაურდა. ამ მაჩვენებლით საუკეთესო იყო გოგა ბითაძე – მისი თამაშისას „ორლანდომ“ 23-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. თუმცა ქართველ ცენტრს შედარებით ცოტა სათამაშო დრო ჰქონდა: 16 წუთი, 10 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა.
„მეჯიქი“ მომდევნო მატჩს „ბრუკლინთან“ შინ 15 ნოემბერს გამართავს.