კალათბურთი | გიორგი შრერმადინმა „ჰერცლიასთან“ მატჩში 11 ქულა ჩააგდო #1TVSPORT
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ჯგუფური ეტაპი დაასრულა გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“, რომელიც სტუმრად ისრაელის „ბნეი ჰერცლიასთან“ 86:94 დამარცხდა.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო, 20 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა და თითო პასი-ჩაჭრა მოაგროვა. მატჩის ბომბარდირი ჰერცლიელი ჩინანუ ონუაკუ გახდა, რომელმაც მატჩი 22 ქულით დაასრულა.
წაგების მიუხედავად, „ტენერიფე“ პირველ ეტაპზე პირველ ადგილზე გავიდა (4 მოგება, 2 წაგება) და მეორე ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს.