კალათბურთი | გიორგი შერმადინმა „მურსიასთან“ მატჩში 13 ქულა ჩააგდო #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი შედეგიანი მატჩი გამართა. მან „მურსისთან“ 22 წუთში 13 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა.
შერმადინის „ტენერიფემ“ კი საკუთარ მოედანზე მურსიელებს 96:80 სძლია.
გამორჩეული მატჩი ჰქონდა გიორგის თანაგუნდელ მარსელინიო უერტასს, რომელმაც 19 ქულა და 7 პასი ჩაიწერა.
„ტენერიფეს“ სამი ტურის შემდეგ სამი მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.