კალათბურთი | გიორგი შერმადინმა კანარულ დერბიში 15 ქულა ჩააგდო #1TVSPORT
ესპანეთის ჩემპიონატში კანარული დერბი გაიმართა, რომელშიც „გრან კანარიამ“ გიორგი შერმადინის „ტენერიფეს“ უმასპინძლა და 102:83 დაამარცხა.
ქართველი ცენტრი გუნდში კვლავ გამორჩეული იყო. მან 21 წუთში 15 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. 8-დან 6 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო გამოიყენა.
„გრან კანარიას“ გამარჯვება აისია ვონგმა განაპირობა, რომელმაც 25 ქულა ჩააგდო.
„ტენერიფეს“ 30 ტურის შემდეგ 17 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა. პლეი ოფში საუკეთესო რვა გუნდი გადის. დარჩენილ ოთხ ტურში კუნძულელებს დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ საპლეიოფო ზონაში ადგილის შესანარჩუნებლად.
„ტენერიფე“ მომდევნო მატჩს შინ თორნიკე შენგელიას „ბარსელონასთან“ 17 მაისს გამართავს.