კალათბურთი | გიორგი შერმადინმა „ბასკონიასთან“ 20 ქულა ჩააგდო, „ტენერიფე“ სეზონში პირველად დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში „ტენერიფე“ „ბასკონიას“ ესტუმრა და 79:89 დამარცხდა.
ეს გახლდათ გიორგი შერმადინის გუნდის პირველი წაგება მიმდინარე სეზონში.
ქართველმა ცენტრმა და გამთამაშებელმა მარსელინიო უერტასმა ყველაფერი გააკეთეს მოსაგებად, თუმცა მეორე ტაიმში „ბასკონიამ“ გაცილებით კარგად ითამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა.
შერმადინმა 26 წუთში 20 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა. მას ბურთი არ აუცილებია – 7 ორქულიანი და 6 საჯარიმო ჩააგდო.
უერტასი კი სამმაგ დუბლს მიუახლოვდა: 16 ქულა, 12 პასი, 6 მოხსნა.