გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატში ბასკეთს ესრუმრა და ბილბაოსთან დამარცხდა – 78:95.
ქართველმა ცენტრმა 17 წუთი ითამაშა, მატჩი 13 ქულით, 6 მოხსნითა და 1 პასით დაასრულა. 20 ქულა ჰქონდა მის თანაგუნდელ ჰაიმე ფერნანდესს, ხოლო ბასკების გამარჯვება ლიეტუველი მირგირის ნორმანტასის დამსახურებაა – 24 ქულა.
შერმადინის გუნდს 16 ტურის შემდეგ 9 მოგება აქვს და მეშვიდე პოზიციაზეა. „ტენერიფე“ ესპანეთის ლიგაში მომდევნო მატჩს 25 იანვარს თორნიკე შენგელიას ბარსელონას წინააღმდეგ გამართავს.