კალათბურთი | გიორგი შერმადინმა 16 ქულა ჩააგდო, „ტენერიფემ“ „რეალი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი დამაჯერებელი მატჩი ჩაატარა გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“. კუნძულელები მადრიდს ესტუმრნენ და „რეალი“ 95:90 დაამარცხეს.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს გამარჯვება ვეტერანების დამსახურებაა. 42 წლის მარსელინიო უერტასმა 25 ქულა ჩააგდო და 6 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. 37 წლის პატი მილსმა 18 ქულა მოაგროვა, ხოლო 37 წლის შერმადინმა 27 წუთში 16 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
ამ მოგებით „ტენერიფემ“ სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე აინაცვლა. მადრიდის „რეალი“ კი წაგების მიუხედავად პირველია. რეგულარული ეტაპის დასრულებამდე 7 ტურია დარჩენილი. შერმადინის გუნდი მომდევნო მატჩს 25 აპრილს „მურსიასთან“ სტუმრად გამართავს.