კალათბურთი | გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ სტუმრად თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ დაამარცხა და ესპანეთის თასზე თამაშის უფლება მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
ესპანეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ გიორგი შერმადინის „ტენერიფეს“ უმასპინძლა და 82:89 დამარცხდა.
„კუნძულელებმა სტუმრად, ბარსელონაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს და ესპანეთის თასის მონაწილე რვა გუნდს შეუერთდნენ. ბოლო მეოთხედში „ტენერიფემ“ თითქმის წაგებული თამაში შემოატრიალა, რაშიც დიდი წვლილი გიორგი შერმადინს მიუძღვის“, – ვკითხულობთ ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურ საიტზე.
გიორგიმ 21 წუთში 14 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა. თორნიკე შენგელიას ანგარიშზე კი 5 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი იყო.
10 მოგებით „ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა, ხოლო „ბარსელონას“ 13 მოგება აქვს და მესამეა.