კალათბურთი | გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „ნიმბურკი“ დაამარცხა #1TVSPORT
„ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპი ჩეხეთის „ნიმბურკთან“ გამარჯვებით გახსნა – 104:80.
თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ კუნძულელებმა გადამწყვეტი უპირატესობა მესამე პერიოდში მოიპოვეს, რომელიც 30:13 მოიგეს.
ტენერიფელთა ბომბარდირი აარონ დოორნეკამპი გახდა – 18 ქულა. 17 ქულა და 5 პასი ჰქონდა მარსელინიო უერტასს, ხოლო გიორგი შერმადინის სტატისტიკა ასეთი იყო: 20 წუთი, 3 ქულა, 7 მოხსნა, 3 დაფარება.
ამავე ჯგუფში იტალიურმა „ტრიესტემ“ ესპანური „გრან კანარია“ მისსავე მოედანზე 77:71 დაამარცხა.
„ტენერიფეს“ უახლოესი მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში თორნიკე შენგელიას „ბარსელონას“ წინააღმდეგ ელის.