კალათბურთი | გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ევროთასი მოგებით დაიწყო #1TVSPORT
ევროთასზე პირველი მატჩი გამართა გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“. ესპანელებმა „ტურკ ტელეკომს“ უმასპინძლეს და 82:75 სძლიეს.
კუნძულელთაგან ჰანტერი და უერტასი გამოირჩნენ, პირველმა 14 ქულა ჩააგდო, მეორემ – 13. გიორგი შერმადინმა 3 წუთი ითამაშა და მატჩი 3 ქულით დაასრულა.
„ტენერიფე“ მომდევნო მატჩს 3 ოქტომბერს ესპანეთის ჩემპიონატში გამართავს – „უნიკახას“ მალაგაში ესტუმრება.