კალათბურთი | გიორგი შერმადინი - მსოფლიო ჩემპიონატის გზას ვადგავართ, მინდა, ნაკრებს წარმატებები ვუსურვო #1TVSPORT
გიორგი შერმადინმა საქართველოს ნაკრებში თავისი ბოლო, 202-ე მატჩი ესპანეთის წინააღმდეგ ტენერიფეში გამართა. გაიმარჯვა ესპანეთმა – 90:61.
მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე შერმადინმა თამაშიც შეაფასა და საქართველოს ნაკრებსაც დაემშვიდობა.
„ესპანეთის ნაკრები ძლიერი გუნდია. ასეთი მეტოქის წინააღმდეგ გაცილებით მეტი მომბილიზება გვმართებდა, უკეთ უნდა გვეთამაშა დაცვაში, მაგრამ მწვრთნელის მიერ მატჩის წინ მოცემული დავალება ვერ შევასრულეთ.
როდესაც შევიტყვე, რომ მატჩი ტენერიფეზე გაიმართებოდა, ძალიან გამეხარდა, რადგან უკვე 7 წელია, ამ დარბაზში ვთამაშობ. ბოლო სანაკრებო შეხვედრა სწორედ აქ ჩავატარე, გულშემატკივრისგან კიდევ ერთხელ ვიგრძენი სითბო. მინდა, გამოვყო ქართველი ქომაგი, რომელიც შორ გზაზე, ტენერიფეში ჩამოვიდა და ბოლომდე გვერდში გვიდგას.
ძნელია, დაემშვიდობო გუნდს, რომელშიც 20 წელი თამაშობ, მაგრამ ადრე თუ გვიან ყველაფერი მთავრდება. მინდა, ნაკრებს წარმატებები და გამარჯვებები ვუსურვო. მსოფლიო ჩემპიონატის გზას ვადგავართ და მომდევნო მატჩებში აუცილებლად გვჭირდება გამარჯვებები“.