კალათბურთი | ფიბა-ს გამოკითხვაში თორნიკე შენგელია ერთპიროვნული ლიდერია #1TVSPORT
მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ევროპაში აგვისტოს ფანჯარა საინტერესოდ დასრულდა. გუნდებმა ორ-ორი მატჩი გამართეს და პირველი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა – თურქეთის ნაკრებია.
მსოფლიოს საკალათბურთო ასოციაციის, ფიბა-ს ოფიციალურ საიტზე მიმდინარეობს გამოკითხვა, რომლის მიზანი აგვისტოს ფანჯრის საუკეთესო კალათბურთელის გამოვლენაა. ლიდერობს თორნიკე შენგელია – გამოკითხულთა 40 პროცენტი.
მეორეა აზულას ტუბელისი (ლიეტუვა) – 15 პროცენტი, მესამე – მატეუშ პონიტკა (პოლონეთი), 11 პროცენტი.
შედეგი ლოგიკურია: საქართველოს ნაკრებმა აგვისტოში დაამარცხა მონტენეგრო (101:74) და პორტუგალია (98:90).
შენგელიამ პირველ მატჩში 24 ქულა ჩააგდო, მეორეში – 26.