კალათბურთი | ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა საქართველოსთან და დანიასთან მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

17:48, 26.06.2026

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2 ივლისს უკრაინას, ხოლო 5 ივლისს ესპანეთს ეთამაშება. ეს იქნება მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები. ორივე შეხვედრას პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ესპანეთი კი საქართველოსთან მატჩამდე, 2 ივლისს დანიას დაუპირისპირდება. ამ შეხვედრებისთვის მთავარმა მწვრთნელმა ჩუს მატეომ ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.

ესპანეთის ნაკრები

იზან ალმანსა (რეალი), ფრანსის ალონსო (ბრეოგანი), ფერან ბასასი (მანრესა), დარიო ბრიზუელა (ბარსელონა), ალვარო კარდენასი (ვალენსი), ალბერტო დიაზი (უნიკახა), უგო გონსალესი (ბოსტონი), ვილი ერნანგომესი (ბარსელონა), პიერ ორიოლა (მანრესა), ხოელ პარა (ბარსელონა), ორიოლ პაული (ლეიდა), ხაიმე პრადილა (ვალენსია), მარიო სენტ-სუპერი (გონზაგა), სანტი იუსტა (სარაგოსა).

მსგავსი