კალათბურთი | დუაით ჰოვარდი – საქართველოს შესახებ არაფერი ვიცი, გარდა იმისა, რომ ზაზა ფაჩულია ქართველია და კარგი ღვინო გაქვთ #1TVSPORT

00:44, 09.10.2026

NBA-ს ჩემპიონი და „ოლ სტარის“ რვაგზის მონაწილე დუაით ჰოვარდი საქართველოშია. ის თბილისში „ბლექ ფორტრესში“ სათამაშოდ ჩამოვიდა. სუპერლიგაში ორ მატჩს ჩაატარებს. პირველი შეხვედრა 10 ოქტომბერს გაიმართება – „ბლექ ფორტრესი“ VS „ივერიონი გორი“ (18:00 საათზე).

„საქართველოს შესახებ არაფერი ვიცი, გარდა იმისა, რომ ზაზა ფაჩულია ქართველია და კარგი ღვინო გაქვთ. თუმცა დარწმუნებული ვარ, კალათბურთი ძალიან გიყვართ და მოუთმენლად ველი გულშემატკივართან შეხვედრას. დარწმუნებული ვარ, ის მატჩები, რომლებსაც აქ ჩავატარებ, ჩემთვისაც და თქვენთვისაც განსაკუთრებული იქნება და დიდ სიამოვნებას მივიღებთ“, – განაცხადა დუაით ჰოვარდმა აეროპორტში.

მსგავსი