კალათბურთი | ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ბათუმმა“ შვეიცარიის „ფრიბურგი“ დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს ჩემპიონი „ბათუმი“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირში ჩაერთო. შეჯიბრება ბულგარეთში იმართება. მეოთხედფინალში ბათუმელთა მეტოქე შვეიცარიის „ფრიბურგი“ იყო.
მატჩის ძირითად მონაკვეთში ბათუმელები ლიდერობდნენ. საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე 10 ქულითაც იგებდნენ, თუმცა ბოლო წუთზე „ფრიბურგმა“ ანგარიში გაათანაბრა – 83:83. გადამწყვეტი საფინალო სირენამდე 15 წამით ადრე გიორგი ოჩხიკიძის სამქულიანმა აღმოჩნდა. საქართველოს ჩემპიონმა 86:85 მოიგო.
„ბათუმის“ ბომბარდირი ვალდი ზეფირი გახდა, რომელმაც 18 ქულა ჩააგდო, გიორგი ოჩხიკიძის ანგარიშზე 17 ქულა და ათი პასია. ასევე ორმაგი დუბლი მოაგროვა კარსონ ბაშამმა – 16 ქულა, 12 მოხსნა.
ნახევარფინალი 18 სექტემბერს გაიმართება. „ბათუმის“ მეტოქე რუმინული „ორადეასა“ და კვიპროსის აეკ-ს შორის გამარჯვებული იქნება.