კალათბურთი | „ბათუმი“ „ორადეასთან“ დამარცხდა და ფიბა-ევროპის თასზე გადაინაცვლებს #1TVSPORT
ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა „ბათუმმა“ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე მატჩი გამართა. ნახევარფინალურ შეხვედრაში ბათუმელები რუმინულ „ორადეას“ დაუპირისპირდნენ და 77:93 დამარცხდნენ.
ისინი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ, თუმცა ფიბა-ევროპის თასის ჯგუფში იასპარეზებენ.
„ორადეასთან“ გამორჩეული მატჩი ჰქონდათ გიორგი ოჩხიკიძეს და ლარი ჰოუელს. პირველმა 22 ქულა და 8 პასი მოაგროვა, მეორემ – 23 ქულა და 8 მოხსნა.