კალათბურთი | „ბათუმი“ ფიბა-ევროპის თასზე საბერძნეთში „პრომითეასთან“ დამარცხდა #1TVSPORT

22:52, 21.10.2026

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ჩემპიონმა „ბათუმმა“ ფიბა-ევროპის თასზე მესამე შეხვედრა გამართა. ზღვისპირელები ამჯერად ბერძნულ „პრომითეასს“ დაუპირისპირდნენ და 76:91 დამარცხდნენ.

ქართულმა გუნდმა შეხვედრა კარგად დაიწყო, პირველი მეოთხედი 30:23 მოიგო, თუმცა ბერძნებმა მეორე მეოთხედშივე გადაასწრეს და დიდ შესვენებაზე ექვსქულიანი უპირატესობით (54:48) გავიდნენ. მეორე ტაიმში მასპინძლებს უპირატესობა ხელიდან არ გაუშვიათ.

17 ქულით „ბათუმის“ ბომბარდირი გიორგი ოჩხიკიძე გახდა. 15 ქულა ჰქონდა კარლოს ბაშამს, 13 – ლარი ჰოუელს.

ბათუმელები ფიბა-ევროპის თასზე მორიგ მატჩს კოსოვოს „ტრეპჩასთან“ თბილისში 28 ოქტომბერს გამართავენ.

მსგავსი