კალათბურთი | „ბათუმი“ ფიბა-ევროპის თასზე ათ მატჩს გამართავს #1TVSPORT
„ბათუმმა“ საკალათბურთო ჩემპიონთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა ნახევარფინალში დაასრულა და ფიბა-ევროპის თასზე გადაინაცვლა.
აქამდე, ამ შეჯიბრებაში ჯგუფებში 4-4 გუნდი იკრიბებოდა, ახალი სისტემით კი 6-6 ითამაშებს, შესაბამისად, „ბათუმს“ ფიბა-ევროპის თასზე ათი მატჩის გამართვა მოუწევს.
A ჯგუფში ბათუმის მეტოქეები იქნებიან:
ტრეპჩა (კოსოვო), პრომითეასი (საბერძნეთი), ოპავა (ჩეხეთი), ტრირი (გერმანია) და სპლიტი (ხორვატია).
შეჯიბრება 6 ოქტომბერს დაიწყება. ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე ასპარეზობას ორი გუნდი გადის.