კალათბურთი | ალექსანდრე მერკვილაძე კარიერას საბერძნეთის „არისში“ განაგრძობს #1TVSPORT
კალათბურთი | ალექსანდრე მერკვილაძე კარიერას საბერძნეთის „არისში“ განაგრძობს #1TVSPORT

23 წლის ქართველი კალათბურთელი ალექსანდრე მერკვილაძე კარიერას საბერძნეთის ერთ-ერთ წამყვან კლუბში, „არისში“ განაგრძობს. არისელები, საბერძნეთის ჩემპიონატის პარალელურად, ევროთასზე თამაშობენ და ორივე შეჯიბრებაში მაღალი მიზნებისთვის იბრძვიან.

რაც შეეხება მერკვილაძეს, ის 204 სმ სიმაღლის ფორვარდია, ქუთაისის საკალათბურთო სკოლის აღზრდილია, ბოლო წლებში ამერიკის კოლეჯების ლიგაში წარმატებულად ასპარეზობდა. 2024-25 წლების სეზონი მან „ლოიოლა მერიმაუნტში“ გაატარა, საშუალოდ 10.7 ქულას, 6.5 მოხსნასა და 1.8 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

შეგახსენებთ, რომ „არისში“ სხვადასხვა დროს უთამაშიათ ვლადიმერ ბოისასა და ვიქტორ სანიკიძეს. მერკვილაძის ახალი გუნდი უახლოეს მატჩს საბერძნეთის ჩემპიონატში გამართავს – 18 ოქტომბერს მისი მეტოქე „მარუსი“ იქნება.