კალათბურთი | ალექსანდრ ჯიკიჩმა ესპანეთთან მატჩის წინ თორმეტკაციანი შემადგენლობა გამოაქვეყნა #1TVSPORT

13:21, 30.11.2025

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩს კუნძულ ტენერიფეზე ესპანეთის ნაკრებთან გამართავს. შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 22:35 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა, ალექსანდრ ჯიკიჩმა მატჩის წინ 12-კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა. უკრაინასთან წინა თამაში შემდეგ შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა – ლუკა მაზიაშვილის ნაცვლად 12 კაცში სანდრო სანაძე იქნება.

მსგავსი