კალათბურთი | ალექსანდრ ჯიკიჩი - მინდა, ჯანმრთელობა ვუსურვო ბოისების დედას, შერმადინის მამას და რიდის შვილს #1TVSPORT
დანიასთან 89:71 გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრ ჯიკიჩმა პრესკონფერენციაზე ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
„ის, რასაც ვიტყვი, ამ მატჩს პირდაპირ არ უკავშირდება, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, ჯანმრთელობა ვუსურვო ვოვა და ანატოლი ბოისების დედას, გიორგი შერმადინის მამას და მარკის რიდის შვილს.
რაც შეეხება დანიის ნაკრებს, ის აქტიური, მებრძოლი, ენერგიული გუნდია, რომელიც არასოდეს ნებდება. მახსოვს, ბოლოს ამ ტიპის თამაში, რომელსაც ველოდით.
ახალი ნატურალიზებული კალათბურთელის საქმისადმი მიდგომით კმაყოფილი ვარ. დაცვაში კარგი იყო, შეტევაში ძალიან რთულია შეთამაშების გარეშე თამაში. ჩვენი ორი ლიდერი – შენგელია და რიდი ერთმანეთს პირველად მატჩის წინ გასახდელში შეხვდნენ. სამწუხაროდ, არ გვაქვს სრულყოფილად ვარჯიშის საშუალება.
სამ დღეში დანიას თბილისში ვუმასპინძლებთ. მიზნის მისაღწევად ამ მატჩშიც გვჭირდება მსგავსი კონცენტრაცია 40 წუთის განმავლობაში“.