კალათბურთი | ალექსანდრ ჯიკიჩი – გუნდმა აჩვენა, რომ შეუძლია დიდი მიზნებისთვის ბრძოლა #1TVSPORT

22:54, 05.07.2026

ესპანეთთან 91:89 მოგებული მატჩის შემდეგ გახარებული იყო საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მწვრთნელი ალექსანდრ ჯიკიჩი.

„საქართველოში ყოველ ჩამოსვლაზე, რაღაცას ვსწავლობ. დღეს ჩვენმა გუნდმა აჩვენა, რომ შეუძლია დიდი მიზნებისთვის ბრძოლა. აჩვენა თავისი სახე. ვფიქრობ, ეს იყო დიდი მოგება ძალიან კარგ გუნდთან – ესპანეთთან.

დაუჯერებელია, რასაც ჩემი კალათბურთელები აკეთებენ. ბიჭები მეუბნებიან, არ გამომცვალოო. ნახეთ, რამდენს თამაშობენ, მაგრამ მაინც დიდი ენერგია აქვთ,“ – აღნიშნა მწვრთნელმა.

მსგავსი