კალათბურთი | 3778 ქულით თორნიკე შენგელია ევროლიგის ყველა დროის ბომბარდირთა ათეულშია #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ევროლიგის მორიგ ტურში „ვილერბანთან“ 22 ქულა ჩააგდო და „ბარსელონას“ ფრანგული კლუბის დამარცხებაში დაეხმარა – 98:91.
ეს მატჩი ისტორიული გამოდგა ქართველი ფორვარდისთვის. მან თავის ევროლიგურ კარიერაში 3778 ქულა ჩააგდო და ყველა დროის ბომბარდირთა ათეულში შევიდა. მეთერთმეტეზე კი გადაინაცვლა სერხიო როდრიგესმა, რომელსაც 3772 ქულა აქვს.
ევროლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირები:
- მაიკ ჯეიმსი – 5675 ქულა
- ნანდო დე კოლო – 5065
- ვასილის სპანულისი – 4455
- ნიკოლა მიროტიჩი – 4342
- კოსტას სლუკასი – 4274
- სერხიო ლული – 4263
- იან ვესელი – 4235
- ხუნ კარლოს ნავარო – 4152
- შეინ ლარკინი – 3817
- თორნიკე შენგელია – 3778