კალათბურთი | 20-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში მეთხუთმეტე ადგილისთვის იბრძოლებს #1TVSPORT

18:10, 18.07.2026

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებს B დივიზიონში ერთი მატჩიღა დარჩა – 19 ივლისს ჩვენი გუნდი მეთხუთმეტე ადგილისთვის შვეიცარიასა და დანიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ქართველებმა დღეს კვიპროსთან წააგეს – 54:78.

ტრავმების გამო კოტე ტუღუშის გაწვრთნილ გუნდს ორი ლიდერი გამოაკლდა – ამირან აროშიძე და გიორგი ჭირაქაძე. მათ არყოფნაში 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ ერთი კალათბურთელი ასცდა – გიორგი დოხნაძემ 13 ქულა ჩააგდო.

მატჩის ბომბარდირი კი კვიპროსელი დიმიტრის მანარისი გახდა – 19 ქულა.

მსგავსი