კალათბურთელების გამოხმაურება დოკუმენტურ ფილმ „უკანასკნელ ცეკვაზე“
კალათბურთელების გამოხმაურება დოკუმენტურ ფილმ „უკანასკნელ ცეკვაზე“

„ჩიკაგო ბულსსა“ და მაიკლ ჯორდანზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმ „უკანასკნელი ცეკვის“ (The Last Dance) პრემიერა უკვე შედგა.

ჯერჯერობით ექვსი სერიისგან შემდგარი ფილმის მხოლოდ 2 ეპიზოდის ხილვა არის შესაძლებელი. ცნობილმა კალათბურთელებმა ფილმის შესახებ საკუთარი მოსაზრებები სოციალურ ქსელებში გამოთქვეს.

ჯამალ კროუფორდი: „იგრძნობა, რომ ყოველი შემდგომი ეპიზოდი უკეთესი იქნება. ჩვენ ეს გვჭირდებოდა“.

კენდრიკ პერკინსი: „მთელი ქვეყანა დილის ოთხ საათამდე არ დაიძინებდა, რომ ბოლომდე ენახა ეს ფილმი. მე ნამდვილად მზად ვიყავი“.

ზაკ ლავინი: „ათივე ეპიზოდს ვნახავდი ახლავე“.

დონოვან მიჩელი: „და ეს მხოლოდ მეორე ეპიზოდია“