კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ ხერსონის ოლქის დასახლებები დაიტბორა
კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ ხერსონის ოლქის დასახლებები დაიტბორა

კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ ხერსონის ოლქის დასახლებები დაიტბორა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ხერსონის ოლქში კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების გამო დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე, წყალდიდობის კრიტიკულ ზონაში თითქმის 16 000 ადამიანი აღმოჩნდა. უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, 80-მდე დასახლების დატბორვის საშიშროება არსებობს. უკრაინის ხელისუფლებამ ოსტროვის მიკრორაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

„კახოვკის ჰესის განადგურება არის ტერორისტული აქტი რუსეთის მხრიდან, რომელსაც მასზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება. ჰიდროელექტროსადგურის განადგურება ჩვენი ქვეყნის სამხრეთისთვის ეკოლოგიური კატასტროფის რისკებს შეიცავს. მსოფლიომ უნდა უპასუხოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ მოქმედებებით. რუსეთი დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს ატომური ელექტროსადგურიდან, რათა თავიდან აიცილოს შემდგომი კატასტროფა“, – აღნიშნულია დენის შმიგალის განცხადებაში.