კახი კავსაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზითაა მოთავსებული
კახი კავსაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზითაა მოთავსებული

მსახიობი კახი კავსაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ლევან რატიანის თქმით, მსახიობს ორმხრივი პნევმონია აქვს.

კახი კავსაძე გასული წლის ბოლოს ასევე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით იყო მოთავსებული.