კახა კალაძემ მერად მუშაობის პერიოდი შეაჯამა
კახა კალაძემ მერად მუშაობის პერიოდი შეაჯამა

კახა კალაძემ 2017 წლის ბოლო მთავრობის სხდომაზე მისი მერობის თვენახევრიანი სამუშაოები შეაჯამა.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ფართების დაკანონება გაგრძელდება და წყნეთში 35 ოჯახს, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა საცხოვრებლები. ჯამში 13 ნოემბრიდან მოყოლებული, სახლები სულ 132 ოჯახს დაუკანონდა.

კახი კალაძემ ისაუბრა მერიაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებზე და აღნიშნა, რომ ბიუროკრატიის გასამარტივებლად გაუქმდა 19 კომისია და ე.წ ზონალური საბჭო.

„სანამ რეფორმა დასრულდება, შესაბამისი სამსახურები იმუშავებენ. არ უნდა მოგვერიდოს პასუხისმგებლობის აღება, რადგან ამისთვის ვართ აქ“, – განაცხადა კახი კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

მერმა შეაჯამა უკანონო მშენებლობებისა და სამშენებლო ნორმების გამკაცრების შემდეგ, ზედამხედველობის სამსახურის ერთი თვის მუშაობის შედეგებიც.

“ერთი თვის განმავლობაში ზედამხედველობის სამსახურის მიერ სხვადასხვა მიმართულებით 216 მითითება გაიცა, რომელიც უსაფრთხოების ნორმებს, ასევე უკანონო და პროექტით დარღვევით მშენებლობებს ეხება. რაც შეეხება სახელმწიფო მიწაზე უნებართვო მშენებლობებს, მიზანმიმართულად ხდება სახელმწიფო მიწების დატაცება. 500-მდე ასეთი ობიექტია გამოვლენილი და 270 ობიექტზე დაწყებულია წარმოება. მომავალ წლებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა იქნეს მიმართული. რა თქმა უნდა, მშენებლობას და ქალაქის განვითარებას არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს კანონის ფარგლებში” – აღნიშნა მერმა.

კახი კალაძემ ისაუბრა დაგეგმილ პროექტებზეც, მათ შორის ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციაზე, რომელზეც 52 მილიონი დაიხარჯება და სამუშაოებში 2 000 ადამიანი დასაქმდება.