კახა კალაძე - პირველი არჩევნების შემდეგ ოპონენტებს მივმართე, საინტერესო წინადადება თუ ექნებოდათ თბილისთან დაკავშირებით, თანამშრომლობისთვის მზად ვიყავი და მზად ვარ ახლაც
კახა კალაძე - პირველი არჩევნების შემდეგ ოპონენტებს მივმართე, საინტერესო წინადადება თუ ექნებოდათ თბილისთან დაკავშირებით, თანამშრომლობისთვის მზად ვიყავი და მზად ვარ ახლაც

საარჩევნო კამპანიიდან გამომდინარე, დიდი მოლოდინი არ მაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება კონსტრუქციული, თუმცა საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, არის სხვა პარტიის წარმომადგენელი შემოსული და მზად ვართ თანამშრომლობისთვის, ერთად ვიმუშაოთ ქალაქის საკეთილდღეოდ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თანამშრომლობა შესაძლებელია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რაც თბილისს ეხება.

„თბილისთან დაკავშირებით, პროექტების, ბიუჯეტის საკითხებთან დაკავშირებით, ნებისმიერ თემაზე შეიძლება თანამშრომლობა. პირველი არჩევნების შემდეგ, 2017 წლის შემდეგ ჩემს ოპონენტებს მივმართე, თუ რაიმე საინტერესო წინადადება, ხედვა ექნებათ თბილისთან დაკავშირებით, რისი გაკეთება შეიძლება ქალაქისთვის, მზად ვიყავი ამ ყველაფრისთვის და მზად ვარ ახლაც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი